ქობულეთში მომხდარი გასროლის ფაქტზე პოლიციელი არ დაკითხულა

23 ივლისი 2017, 00:00 2587 ნახვა

ქობულეთში მომხდარი გასროლის ფაქტზე პოლიციელი ამ დრომდე არ დაკითხულა. მისი ადვოკატის თქმით, არჩილ დევრიშიძე საგამოძიებო მოქმედებებში საქმისთვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე არ ჩაერთვება.

აჭარის პროკურატურაში უკვე დაიკითხა ქობულეთში მცხოვრები რომან ქათამაძე, რომელიც პოლიციელს მისი მისმართით გასროლაში ადანაშაულებს. ასევე გამოძიების შეკითხვებს უპასუხეს ინციდენტის თვითმხილველებმა. პროკურატურის პარალელურად მოკვლევას აწარმოებს გენერალურ ინსპექცია. უწყების ინფორმაციით, საკითხის შესწავლა გრძელდება.

ამავე კატეგორიაში