გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

23 ივლისი 2017, 00:00 4228 ნახვა

''ძალიან ბედნიერი ვარ, პირველად მივიღეთ ასეთი ჯილდო, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩვენი გუნდი მაღალ სიმაღლეზე იდგეს და ღირსეული კონცერტები გვქონდეს '' - ამბობს გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა. ის დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მუსიკის გატანისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით, გიორგი აბაშიშვილმა  ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

აბაშიშვილის განცხადებით, დაჯილდოება „ბლექ სი არენაზე“ კონცერტის დროს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მათ ამის უფლება არ მისცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იყო საკონცერტო დარბაზში ჯილდოს გადაცემის წინააღმდეგი.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში