19 ეკომიგრანტს ბინა გადაეცა

24 ივლისი 2017, 00:00 1956 ნახვა

19 ეკომიგრანტ ოჯახს თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში ბინები გადაეცათ. საცხოვრებელი ფართები ეკომიგრანტებმა დღეს კენჭისყრის მეთოდით შეარჩიეს.

სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, 3 კი ბათუმიდან. მათ ინდივიდუალური ხელშეკრულებები იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ გაუფორმდებათ. ეკომიგრანტებს ძველი საცხოვრებელიც საკუთრებაში რჩებათ. თამარის დასახლებაში მდებარე სოციალური სახლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია. ამჟამად აქ ყველა ბინა შეივსო. 

ამავე კატეგორიაში