საფეხმავლო ბილიკებზე და საავტომობილო გზაზე განთავსებული ნაგვის ურნები

24 ივლისი 2017, 00:00 4173 ნახვა

საფეხმავლო ბილიკებზე, საავტომობილო გზაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურად გამოყოფილ,  პარკირების ადგილებზე განთავსებული ნაგვის ურნები. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

ფოტო: თორნიკე დუმბაძე

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ნაგვის ურნებს შესაბამის ადგილებში დგამენ, თუმცა მოქალაქეები  მას ხშირად ადგილს უცვლიან.

„ურნის ადგილი ყოველთვის პრობლემა, სხვადსხვა ობიექტის წინ მისი განთავსება არავის არ უნდა. ვისაც როგორ მოესურვება, დაწყებული ტაქსის მძღოლიდან,  მოსახლეობით დამთავრებული ყველას თავის ნებაზე გადააქვს. არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ აღნიშნული ქმედება აღვკვეთოთ. ჯარიმებიც არ არის“ - ამბობს დავით ასამბაძე. მისივე განმარტებით სანდასუფთავების სამსახურის ჯგუფებს აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება დღესში რამდენჯერმეც უწევთ, თუმცა უშედეგოდ. 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში