ღოღობერიძე - ჩხვირკიას პროცესი 27 ივლისს განახლდება

24 ივლისი 2017, 00:00 2390 ნახვა

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის არსებითი განხილვა უნდა გამართულიყო დღეს, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი გადაიდო. მიზეზი კი მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება და ამის შესახებ მოსამართლეს წერილობით  აცნობა.

იგი საქმის განხილვის გადადებას  და  აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა დავით მამისეიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განხილვა მედიისთვის და ბრალდებულების ოჯახის წევრებისთვის დახურულ კარგს მიღმა მიმდინარეობა. ღოღობერიძის განცხადებას თან ახლდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ დართული აქტები. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ღოღობერიძე პროცესზე გამოუცხადებლობით საქმის გაჭიანურებას ცდილობს. დღევანდელ პროცესს კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ესწრებოდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში