სპორტი მთავარში

24 ივლისი 2017, 00:00 2692 ნახვა

1. გუშინ ბათუმის დინამომ რაგბი არენაზე პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. დაძაბულ ბრძოლაში დინამოელებმა თბილისის ლოკომოტივი მინიმალური ანგარიშით 1 – 0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მატჩის მე-13 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა. შეხვედრა გუნდებმა 10 კაცის შემადგენლობით ჩაამთავრეს, მატჩის მთავარმა არბიტრმა  ჯერ დინამოელი არზიანი გააძევა, 77 წუთზე კი ირაკლი კომახიძეს დაატოვებინა მოედანი. შემდეგ მატჩს ბათუმელები 29 ივლისს სტუმრად, გორის დილასთან გამართავენ.

2.ზოგადად საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა განახლებული ეროვნული ლიგის მე - 19 ტური. გათამაშების ლიდერმა თბილისის დინამომ შინ ფოთის კოლხეთს დიდი ანგარიშით 6-1 სძლია, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სამტრედიამ კი აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას 4-1 მოუგო. 6 გოლი გავიდა ივანწმინდაში სადაც ერთმანეთს საჩხერის ჩიხურა და გორის დილა ხვდებოდნენ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ სტუმრად საბურთალოსთან მოიპოვა 3 ქულა, 1-2 ამ ანგარიშით იმარჯვეს ქუთაისელებმა. ეროვნული ლიგის მომდევნო, მე-20 ტურის, მატჩები 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება.

3. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია ტრავმის შემდეგ მოედანს გოლით დაუბრუნდა. რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის დინამოსა და ეკატერინბურგის ურალის შეხვედრაში, ჭანტურია მინდორზე 79 წუთზე შევიდა, 89 ზე კი მატჩის ერთადერთი გოლის გატანა შეძლო. რუსეთის სპორტულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელის თამაში მაღალი ქულით შეაფასეს.

4.მიუხედავად მწირი სპორტული ინფრასტრუქტურისა ზაფხულის პერიოდში ჩვენს რეგიონს  ბევრი გუნდი სტუმრობს,  ამჯერად ჩვენ გიამბობთ რუსეთის პარაოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების შესახებ რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წინამოსამზადებელ პერიოდს სწორედ აჭარაში გადის. რაც მთვარია ამ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი და ქართველი მოთამაშეებიც ჰყავს. ლონდონის პარაოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნაკრების თამაშს რაგბი არენაზე დღეს ჩვენი ჟურნალისტი ია სართანია დაესწრო. 

ამავე კატეგორიაში