კურორტი გომარდული ტურისტების მიღებას შეძლებს

25 ივლისი 2017, 00:00 4015 ნახვა

კურორტ გომარდულის აქციონერებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება კვირის ბოლოს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კურორტი ტურისტების მიღებას მალე შეძლებს.

გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დღეს თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოება 600 ათასი ლარითაა დაყადაღებული. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში