ბათუმში მარუხის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25 ივლისი 2017, 00:00 3506 ნახვა

ბათუმში ე.წ ჭაობის დასახლებაში მარუხის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.  გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებს შ.პ.ს  “დაგი” აწარმოებს, პარალელურ რეჯიმში ასევე ლომონოსოვის, ქობულეთის და ქედის ქუჩებისა და შესახვევების რეაბილიტაცია იგეგმება.  სამუშაოები 2018 წლის 1 მაისამდე უნდა დასრულდეს. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში