რატომ  უნდა  გაიყოს  ღოღობერიძე - ჩხვირკიას  საქმე?

25 ივლისი 2017, 00:00 2829 ნახვა

ახალი შუამდგომლობა და ახალი დეტალები 11-12 მარტის აქციასთან დაკავშირებით. მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას საქმე შესაძლოა სასამართლომ ცალ-ცალკე განიხილოს. ამის აუცილებლობაზე ღოღობერიძის ადვოკატი საუბრობს. ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე ჯანმრთეობის მდგომარეობის გამო სხდომებს ვერ ესწრება, მეორე ბრალდებულის ირაკლი ჩხვირკიას საქმის მიმდინარეობა კი ფერხდება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი კი ეჭვობს, რომ ამის მიზანი ღოღობერიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. კიდევ ერთი დეტალი, გუშინ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ სასჯელაღსრულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულის ბადრაგირება შესაძლებელი იყო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში