სამოქალაქო  პატრულირება

25 ივლისი 2017, 00:00 2706 ნახვა

საოკუპაციო ხაზთან მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრების მიერ დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ ამ აქციას შესაძლოა ვითარების გართულება მოჰყვეს, რაზეც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

აქციის ინიციატორებმა ხურვალეთი-ყარაფილას მონაკვეთზე დაკვირვება დღეს დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდების შემდეგ კი გრაფიკი შეცვალეს. ინიციატორები ამ ფორმით აპირებენ დააფიქსირონ რუსი მესაზღვრეების უკანონო ქმედებები და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში