სახლის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

26 ივლისი 2017, 00:00 2988 ნახვა

ჩაისუბანში ხილაძეების საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსის განცხადებით, დაშავებულები სხავდასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.  მინდია კახიძის თქმით მოზარდს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია და მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.

თვითმხილველების თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი სავარაუდოდ სიძველის გამო ჩამოინგრა.

ამავე კატეგორიაში