დანაგვიანებული სანაპირო ზოლი

26 ივლისი 2017, 00:00 3295 ნახვა

თამარის დასახლებაში სანაპირო ზოლის გარკვეულ მონაკვეთებში რამდენიმე დღეა მსგავსი სურათია. ტურისტულ სეზონზე, რატომ ვერ ხერხდება ნაგვის დროულად გატანა? კითხვით ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსს მივმართეთ. დავით ასამბაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ზღვამ მთელ სანაპიროზე, დიდი რაოდენობით ნატანი გამოიტანა. გონიოდან ჩაქვამდე მონაკვეთი, სადაც სანდასუფთავების მანქანები მარტივად მიდოდნენ უკვე მოწესრიგდა.

ფოტო:ირინე წუწუნავა

უწყების წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე პლაჟი მიუდგომელია, ჩასასვლელი კი საკმაოდ რთული, რადგან იქვე მაღალი ბეტონის კედელია, სპეციალური მანქანის გარეშე კი ნაგვის გამოტანა ვერ ხერხდება.დავით ასამბაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.  

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში