შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი პირი დაშავდა

26 ივლისი 2017, 00:00 2989 ნახვა

ჩაისუბანში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ამ დრომდე ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრში რჩება. მას მხრის ძვლის მოტეხილობა და კანის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაშავებული მცირეწლოვანი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მოინახულა. ოჯახის ორი წევრი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, უკვე გაწერეს. ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში საცხოვრებელი სახლი გუშინ ღამით ჩამოინგრა.

ამავე კატეგორიაში