საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს

26 ივლისი 2017, 00:00 4530 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში უფრო ინტენსიურად გავრცელდება შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან ცხელი ჰაერის მასები, რის გამოც მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27 – 28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 – 29 ივლისს დაფიქსირდება.

27 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს, მთაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +35, +40 გრადუსია მოსალოდნელი.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში