დაკავებული პოლიციელის საქმე

26 ივლისი 2017, 00:00 2351 ნახვა

რამდენიმე საათში გაირკვევა შეეფარდება თუ არა პატიმრობა ქობულეთელ პოლიციელს. არჩილ დევრიშაძის საქმეზე  სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 საათზე ჩაინიშნა.

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის ადვოკატი აცხადებს, რომ არსებული მტკიცებულებები მისი დაპატიმრების მიზეზი ვერ გახდება. შეგახსენებთ, არჩილ დევრიშაძე ის პოლიციელია, რომელსაც მოქალაქე რომან ქათამაძემ უჩივლა იმის გამო, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მოგვიანებით კი არჩილ დევრიშაძე აჭარის პროკურატურამ დააკავა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში