გარემოს ეროვნული სააგენტო: ''27 ივლისს შესაძლოა ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსი დაფიქსირდეს''

27 ივლისი 2017, 00:00 5478 ნახვა

დღეს შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 42 გრადუს მიაღწიოს, ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

დასავლეთ საქართველოში  მაქსიმალური ტემპერატურა  27-28, ხოლო აღმოსავლეთში 28-29 ივლისს დაფიქსირდება. ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში ამ დროისთვის სიცხისგან გამოწვეული ჩივილებით პაციენტებს არ მიუმართავთ.

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე, დღისით შეამცირე სახლში სიცხის შეღწევა, დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები. დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, მოერიდეთ ქუჩაში გასვლასა და ფიზიკურ აქტივობას, ქუჩაში გასვლისას ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, ქუდი, კეპი, ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელისა - მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო,  ამ რეკომენდაციებს მედიკოსები იძლევიან. 

ამავე კატეგორიაში