არჩილ დევრიშაძეს პოლიციელის სტატუსი დროებით შეუჩერდა

28 ივლისი 2017, 00:00 4130 ნახვა

ქობულეთის პოლიციის თანამშრომელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სტატუსი დროებით შეუჩერდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არჩილ დევრიშაძეს სტატუსი სასამართლო პროცესების დასრულებამდე შეუჩერა. შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა,რომელიც არჩილ დევრიშაძეს ხულიგნობაში ადანაშაულებს.

პროკურორი მიქაელ ქობულაძის განმარტებით პოლიციელის სტატუსი, რომელიც დევრიშაძეს აქვს გამოძიებას ხელს შეუშლის. ბრალდების მხარე არჩილ დევრიშაძეს სამსახურეობრივი  ცეცხლსასროლი იარაღით მოქალაქე რომან ქათამაძისთვის სროლაში ადანაშაულებს.ინციდენტი 21 ივლისს ქობულეთში მოხდა, გამოძიების ინფორმაციით, უკვე ყოფილი სამართალდამცავი არჩილ დევრიშაძე ნასვამ მდგომარეობაში რუსთაველის ქუჩაზე  მივიდა, იარაღი გაისროლა და იქ შეკრებილებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თუ სასამართლო დევრიშაძეს უდანაშაულოდ სცნობს  მას პოლიციელის უფლებამოსილება აღუდგება. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში