ზღვის სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული

28 ივლისი 2017, 00:00 4153 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. დღეს ოთხბალიანი შტორმია მოსალოდნელი  და ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს არ შევიდნენ ზღვაში, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება და დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს. სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.
 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში