ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

29 ივლისი 2017, 00:00 2174 ნახვა

ე.წ. „ციანიდის საქმის“ განხილვა პირველ აგვისტოს განახლდება. გუშინ პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წერილობითი მტკიცებულებები, აუდიო და ვიდეოჩანაწერების სრული ვერსია, ბრალდებულის გადაადგილების მარშრუტი გამოიკვლიეს.

ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულება, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ეს იყო ბრალდებულის ჩანთა, რომლითაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ ჩანთაში ედო მას ნატრიუმის ციანიდი. ჩანთის დათვალიერება მოსამართლის თანდასწრებით პირველად მოხდა. მომდევნო სხდომა კვლავ მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება, პროკურატურა ვიდეოჩანაწერის წარმოდგენას დაასრულებს. შემდეგ კი დაცვის მხარე პირველ მოწმეს წარმოადგენს, იგი ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავაა.

ამავე კატეგორიაში