შტორმის დროს ქობულეთში მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს

30 ივლისი 2017, 00:00 3219 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა დღეს ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. 50 წუთის განმავლობაში, მაშველებმა 4 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება. 


შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე კვლავ წითელი ალმებია აღმართულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ:  მაშველთა მითითებებს დაემორჩილონ, ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე არ დატოვონ და  სანამ საშტორმო მდგომარეობა არ გაუქმდება, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

ამავე კატეგორიაში