ამერიკული ჯავშანტექნიკა

31 ივლისი 2017, 00:00 2628 ნახვა

“ღირსეული პარტნიორი 2017”-ის სწავლებაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტექნიკის - სტრაიკერების მარშირება დილიდან დაიწყო. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ჯავშანტექნიკა დაათვალიერონ.

საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ გუშინ  ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა და 12 აგვისტოს დასრულდება. სწავლებაში, რომელსაც საქართველო მესამედ მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

ამავე კატეგორიაში