2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

31 ივლისი 2017, 00:00 2694 ნახვა

2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ცვლილება საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.  თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება, ასევე იგეგმება ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა.

აღნიშნული თანხიდან 32 ათას 250 ლარი დაემატა ჯანდაცვის სფეროს, ამოქმედდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მედიკამენტოზური მკურნალობის პროგრამა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით მიმდინარე წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილმა 138% შეადგინა.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში