საჯარიმო სანქციები ბულვარში და გამკაცრებული მონიტორინგი

31 ივლისი 2017, 00:00 2982 ნახვა

ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარში სამართალდარღვევათა 76 ოქმი დაიწერა. ყველაზე მეტი დარღვევა, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკის მიღმა, ველოსიპედით ან სხვა მოძრავი საშუალებებით გადაადგილებისას დაფიქსირდა.  კანონის დარღვევისთვის 42 პირი 20 ლარით დაჯარიმდა.

ბულვარის ტერიტორიაზე  საზოგადოებრი ადგილებით თვითნებურად სარგებლობისთვის, 32 მოქალაქეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.  
ყველაზე ნაკლები, ორი შემთხვევა ტერიტორიის დანაგვიანების ფაქტზე დაფიქსირდა.  მათ შორის იურიდიულ პირს 1000 ლარის გადახდა  დაეკისრა. 
 ბულავრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მონიტორინგი ზაფხულის სეზონზე გამკაცრებულია, რადგან ზღვისპირა პარკში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში