რიკოთის გვირაბში მოძრაობა იზღუდება

31 ივლისი 2017, 00:00 2455 ნახვა

რიკოთის გვირაბში მოძრაობა იზღუდება 1 აგვისტოს 00:00 სთ-დან დილის 05:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე დროებითი შეზღუდვები მართვის ავტომატიზირებული სისტემის განახლების მიზნით წესდება.

დროის აღნიშნულ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა დაწესდება. სატრანსპორტო ნაკადი შემოვლით გზაზე გადაერთვება.

ამავე კატეგორიაში