სამშენებლო უსაფრთხოება - შეხვედრა ბათუმში

01 აგვისტო 2017, 00:00 2243 ნახვა

შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ ტექნიკურ რეგლამეტში შესატანი ცვლილებები ბათუმში განიხილეს. დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფი დეველოპერებს, არქიტექტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

განიხილეს ინიციტივები, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა რამდენიმე რეგულაცია გადაიხედოს. ეს ეხება  სახანძრო ნორმების  დაცვას, ავარიული გასასვლელების, ლიფტების და საავტომობილო პანდუსების მოწყობის ტექნიკურ დეტალებს. პროექტის ავტორების განცხადებით, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა მთავარ მოთხოვნად რჩება. შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ ტექნიკურ რეგლამეტი 1 იანვარს ამოქმედდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში