წელს უკვე მესამედ სიცხის გამო იტალიაში რისკის უმაღლესი დონე გამოცხადდა

03 აგვისტო 2017, 00:00 2869 ნახვა

საშიში სახელწოდების ანტიციკლონ ''ლუციფერის'' გავლენით იტალიაში მკვეთრად დაცხა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხელი ჰაერის მასები 2 დღეა ვრცელდება. მეტეოროლოგები უამინდობის გამაფრთხილებელი ინდექსის წითელ დონეს აცხადებენ და ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კვირის ბოლოს მკვეთრად დაცხება და წითელი ნიშნულის დონეს, საფრთხის ზღვარს მიაღწევს. სიცხის აუტანლობას, ხელს მაღალ ტემპერატურასთან ერთად ძლიერი ნესტი უწყობს, რის გამოც სითბოს ინდექსით დაფიქსირებული შეგრძნებით ტემპერატურა გაცილებით მაღალია ვიდრე რეალურად ასახული.

ამ დროისათვის, ქვეყნის 23 დიდი ქალაქი, მათ შორის რომი და მილანი ნარინჯისფერი ნიშნულის მზადყოფნაშია.

2017 წლის ზაფხული ყველაზე ცხელია იტალიაში ბოლო 200 წლის მანძილზე. ივლისის შუა რიცხვებში ანტიციკლონ ,,ქარონის’ გავლენით, იტალიის ტყეებში ძლიერი ხანძარი და გვალვა იყო.

წყარო: SPACE WEATHER PREDICTION CENTER - NATIONAL OCEANIC AND ATMOSPHERIC ADMINISTRATION

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში