“მწვანე ბარათის” გათამაშების სისტემა  შესაძლოა შეიცვალოს

03 აგვისტო 2017, 00:00 2694 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარადგინა კანონპროექტი სახელწოდებით - „აღმასვლა“, რომელიც „მწვანე ბარათის“ გათამაშების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახალი კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, შეუძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ფლობენ ისეთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.

„მწვანე ბარათის“ ლატარეა აშშ-ში 1990 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად ლატარეაში ვლინდება 50 ათასი გამარჯვებული, რომელიც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იღებს. 

ამავე კატეგორიაში