ქობულეთში  53  წლის  ქალს  ეძებენ 

04 აგვისტო 2017, 00:00 4173 ნახვა

ოჯახი ქობულეთში დასასვენებლად იმყოფება. 53 წლის   ქალი  აღმაშენებლის  ქუჩაზე, ფიჭვნარის  დასახლებაში  გუშინ  გვიან ღამით  გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა.  

აცვია  წვრილთასმიანი შავი მაისური  და ლურჯი  შორტი (თეთრი კოპლებით), აქვს  შავი, მოკლე  თმა. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაკარგულის ადგილსამყოფელის შესახებ   გთხოვთ  დაგვიკავშირდეთ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ცხელ ხაზზე: 591  53  48  48.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინება გამთენიისას შევიდა და მიმდინარეობს  სამძებრო სამუშაობი.

 

ამავე კატეგორიაში