შსს: სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია

04 აგვისტო 2017, 00:00 15389 ნახვა

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან. სავარაუდო თავდამსხმელი  შემთხვევის ადგილთან  ახლოს მდებარე სამკერვალოში ცდილობდა მიმალვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული. 

 შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი მაღაზიაში დაჭრეს.  მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

მას ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურება უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით  დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში