2 დაჭრილი სამხედრო კლინიკაში რჩება

05 აგვისტო 2017, 00:00 2121 ნახვა

ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედროს , კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ სასწრაფო ოპერაცია ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ჩაუტარდათ. დაშავებულები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან,  დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა.

კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან    გუშინვე გაეწერა. თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი  სამხედროს  ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო ბაზაზე, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბსა და მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“. ბაგრამის ბაზის ტერიტორიაზე დაღუპული მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროს სერჟანტს,  მდინარი ბებიაშვილს,  სამშობლოში  ხვალ  ჩამოასვენებენ.

ამავე კატეგორიაში