დეფაქტო ცხინვალი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 3 დღით კეტავს

05 აგვისტო 2017, 00:00 2296 ნახვა

არაღიარებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 3 დღით კეტავს. ,,სპუტნიკ ოსეთიას" ცნობით, დეფაქტო ცხინვალმა 6 აგვისტოს საღამოს 8 საათიდან ე.წ. საზღვრის დროებით ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2008 წლის კონფლიქტის მემორიალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.

 ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრეს - სამსახურის ინფორმაციით, დეფაქტო რესპუბლიკაში კონფლიქტის მეცხრე წლისთავს აღნიშნავენ. ე.წ. გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 9 აგვისტოს დილის  7 საათიდან დაიწყებს. 

ამავე კატეგორიაში