ხვალ შუამთობაა

05 აგვისტო 2017, 00:00 2396 ნახვა

ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობას აღნიშნავენ.  არავინ იცის რა დროიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია. წინაპრებიდან იციან მხოლოდ ის, რომ ამ დროს ბარში დარჩენილი ოჯახის წევრები  მოიალაღეების მოსანახულებლად მთაში ადიოდნენ.  

ერთად ყოფნის  დღეებს კი შუამთობა შეარქვეს. ბოლო  წლებში ამ დღესასწაულის მასშტაბები გაიზარდა. პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები უკვე 15 წელია ყოველ შუამთობას ბეშუმში ადიან და მილოცვებთან ერთად პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებენ. ოფიციალურ პირებს  წლევანდელ შუამთობაზეც  ელოდებიან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში