ხელვაჩაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

06 აგვისტო 2017, 00:00 8523 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში გუშინ  მკვლელობა მოხდა. მოკლული  34 წლის კაცია. ოჯახის ახლობლების განცხადებით გარდაცვლილი და სავარაუდო ბრალდებული საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ინციდენტის დროს, შემთხვევის ადგილას კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. ნათესავმა დაშავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სცადა, თუმცა  ის გზაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ სავარაუდო ბრალდებულს ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები ქონდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფით არის მოკლული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.  სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია.   ოპერატიულ - სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

 ინციდენტი, სოფელ ზედა სამებაში, ეკლესიასთან ახლოს მოხდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში