ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ

06 აგვისტო 2017, 00:00 2307 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ცხედარს აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, 15 საათსა და 20 წუთზე თბილისის სამთავრობო აეროპორტში სპეციალური რეისით ჩამოასვენებენ, თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას, თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 

ამავე კატეგორიაში