ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო სამშობლოში ჩამოასვენეს

06 აგვისტო 2017, 00:00 2931 ნახვა

3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ მშვიდობისმყოფელს სამშობლოში რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს. 

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი აეროპორტში უკვე დაეშვა. თბილისის აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია იმართება.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. მდინარი ბებიაშვილი 32-ე ქართველი სამხედროა, რომელიც საერთაშორისო მისიას შეეწირა. 

ქართველ სამხედროს პატივი ავღანეთშიც მიაგეს. II ქვეითიბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი,  მამა ზაზა სოსიაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაიხადა. მოგვიანებით კი ბაგრამის აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა.  ქართველი სამხედრო ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა.

 

ამავე კატეგორიაში