ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა

06 აგვისტო 2017, 00:00 5916 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს  სამი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში