საპატიო ყარაული და სამგლოვიარო ცერემონია თბილისის აეროპორტში

06 აგვისტო 2017, 00:00 2255 ნახვა

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების სპეციალური რეისი დაეშვა. გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, მდინარი ბებიაშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარედ, საპატრულო ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა.

ახალგაზრდა ქართველი სამხედროსთვის პატივის მისაგებად აეროპორტში ოჯახი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქართველი სამხედროს ცხედარი აეროპორტიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენს, შემდეგ კი მშობლიურ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში გადაასვენებენ და 10 აგვისტოს დაკრძალავენ. 

ამავე კატეგორიაში