ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია

07 აგვისტო 2017, 00:00 2941 ნახვა

ხულო - ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის გზასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებზე კომპენსაციის გაცემა დაიწყო. საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით,  მესაკუთრეებისთვის გაცემულმა თანხამ ამ ეტაპზე მილიონნახევარს მიაღწია.

ოჯახებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვთ, მოლაპარაკებები გრძელდება. ხულო - ზარზმის გზის მშენებლობისთვის 354 ოჯახის საკუთრებაში არსებული 561 მიწის ნაკვეთისთვის, კომპენსაცია გაიცემა. ცნობილია რომ რეაბილიტაციის პროცესზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში