საზღვარზე საქონლის გადატანის წესის დარღვევა

07 აგვისტო 2017, 00:00 3205 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ამხილეს. 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ პირს, სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი  თევზი ტრანზიტულად შემოჰქონდა.  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება 35 ათას  310 ლარს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში