შშმ პირთა საჭიროებები - კვლევა

09 აგვისტო 2017, 00:00 2257 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა  საჭიროებების კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართა. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში სულ 547 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გამოიკითხა. 

კვლევის მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის სხვადასხვა სათემო სერვისის საჭიროებების იდენტიფიცირება,  ადგილობრივი  თვითმმართველობებში სერვისების გაფართოება.  კვლევა მაღალმთიან აჭარაში ასოციაცია „ერთმანეთისთვის“  და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში