კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

14 აგვისტო 2017, 00:00 1852 ნახვა

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალის საგზური ქართველებმა ვერ მოიპოვეს და რუსებთან დამარცხდნენ.

ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში კი გიორგი ყიზილაშვილის გუნდმა გერმანიის ნაკრებს 4-3 აჯობა და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა. ვერცხლის მედლები  ლუკა კაპანაძემ და სოფიო სომხიშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო მარიამ ჭანტურიამ.

ამავე კატეგორიაში