კოკსაკის ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის

14 აგვისტო 2017, 00:00 5226 ნახვა

თურქეთში გავრცელებული ენტეროვირუსის ,,კოკსაკის"  საქართველოში გავრცელების საფრთხე  არ არსებობს, განაცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ნინო ნიჟარაძის თქმით, თურქეთში ეპიდემიის გავრცელების შესახებ  ინფორმაცია, ოფიციალურ დონეზე  არ დასტურდება. კოკსაკის ვირუსის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა,  რომლის მიხედვითაც ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ეპიდემია საზღვაო კურორტებზე დაფიქსირდა.

,,რია ნოვოსტიმ" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ,,როსპოტრებნადზორმა" დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო  ცხელი ხაზი აამოქმედა და თურქეთის საკურორტო ზონებში დასვენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ ცნო, თუმცა გაზეტა. რუს ინფორმაციით, ოფიციალური  ანკარა ეპიდემიის გავრცელებას არ ადასტურებს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში