ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკები აღმოაჩინეს

14 აგვისტო 2017, 00:00 1964 ნახვა

ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, თელავივი-ბათუმის რეისის მგზავრის, ისრაელის მოქალაქის და ლონდონი-ქუთაისის რეისის მგზავრის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ამავე კატეგორიაში