ფრესკების აღდგენა დაიწყება

14 აგვისტო 2017, 00:00 2258 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება. პირველ ეტაპზე სამხატვრო აკადემიისა და “სახვითი ხელოვნების ნიმუშთა ცენტრის” თანამშრომლები ფრესკებს შეაფასებენ და წინა საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებენ. რესტავრაცია ჩაუტარდება ტაძრის სახურავს, დაგეგმილია დაზიანებული ფრესკების იდენტიფიცირება, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის მონიტორინგი.

სახელოვნებადმცოდნეო კვლევის დასრულების შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები სხვადასხვა უწყებასთან ერთად დაიგეგმება. რა თანხა დაჯდება აღდგენა-რეაბილიტაცია პროექტის დასრულების შემდეგ გაირკვევა. მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული სამ - გუმბათოვანი გოთიკური ტიპის ტაძრის ფრესკები წლებია დაზიანებულია, მას რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, რომლის შემდეგაც ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში