ფერადი პიანინოების ისტორია

14 აგვისტო 2017, 00:00 3383 ნახვა

დახარჯული ათი ათასი ლარი და პიანინოები, რომლებიც ახლა სავარაუდოდ მერიის საწყობშია, დღეს ჩვენ არ გვაჩვენეს. რატომ არ გამოიტანა კულტურის ცენტრმა ისინი წელს ბულვარში? ამ კითხვაზე არ გვპასუხობენ. ინსტრუმენტები მხოლოდ ერთ სეზონზე იყო განთავსებული ქალაქში, ნაწილი წვიმისგან დაზიანდა, იყო ვანდალური ფაქტებიც.

საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს - სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს, გვითხრეს, რომ პროექტ “ჰიტ ბათუმის” ორგანიზატორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მერიამ 10 პიანინო შეიძინა, აღარ არსებობს. პიანინოები 2016 წელსაც გამოჩნდა ქალაქში, ამჯერად “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, თუმცა მაშინ ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ეს ახალი ინსტრუმენტები იყო და არა ბათუმის მერიის მიერ ნაყიდი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში