მატარებელი ქალს დაეჯახა

15 აგვისტო 2017, 00:00 11528 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებასთან ქალს მატარებელი დაეჯახა. დაშავებული თავის მძიმე ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში