ძველ ბათუმში დავიწროებულ ქუჩებს აფართოებენ

15 აგვისტო 2017, 00:00 5297 ნახვა

ჯერ დავიწროვებული, შემდეგ კი გაფართოვებული ქუჩები ძველ ბათუმში – ამ ყველაფერში ბოლო ორმა მთავრობამ ჯერ მილიონები, შემდეგ კი ასობით ათასი ლარი დახარჯა. დარჩენილია რამდენიმე ვიწრო ქუჩა, რა თქმა უნდა, პრობლემად რჩება პარკირება.

საკრებულოს წევრი მმართველი გუნდიდან თენგიზ აფხაზავა არ გამორიცხავს მორიგ გაფართოვებას და არც, უკვე მესამედ, ამ ქუჩებისთვის ასობით ათასი ლარის დახარჯვას, თუმცა თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც 2014 წელს ქუჩების გაფართოვების ინიციატორი იყო, ამბობს რომ ეს, წყლის და კანალიზაციის სისტემის გამო, შეუძლებელია. რას გეგმავდა “ნაციონალური მოძრაობა” წლების წინ და რას აპირებს მმართველი გუნდი დღეს? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში