დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

16 აგვისტო 2017, 00:00 3091 ნახვა

უკიდურესად მძიმეა სამედიცინო ცენტრ "მედინაში" მოთავსებული ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კიდევ ერთი დაშავებული კი, რომელსაც მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება, ქუთაისში გადაჰყავთ. შსს-ს ინფორმაციით აფეთქების შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა, თუმცა მესამე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დავუკავშირდით თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებას, ადმინისტრაციებში გვითხრეს, რომ დაშავებული მათთან არ შეუყვანიათ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით,  რამდენიმე დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება და საავადმყოფოში ბრიგადას არცერთი პაციენტი არ გადაუყვანია.

ამავე კატეგორიაში