თანამედროვე არქიტექტურით ჩანაცვლებული ისტორიული მემკვიდრეობა

16 აგვისტო 2017, 00:00 2721 ნახვა

უნებართვოდ დანგრეული და ნებართვით დაწყებული მშენებლობა ისტორიული სახლის ნაცვლად. სახე-შეცვლილი ძველი ბათუმი. სამოქალაქო საზოგადოება მერიის და ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებებს დანაშაულად მიიჩნევს.

ამის პარალელურად იმავე ზონაში პრობლემის წინაშე რჩებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებში ცხოვრობენ – ამ შემთხვევაში ისინი რემონტის ჩატარებას, ან ამ უფლების მინიჭების გამარტივებას ითხოვენ.

ბარათაშვილის 24-ში, სამშენებლო კომპანია “დარ ბილდინგმა” ისტორიული შენობა, უნებართვოდ რამდენიმე თვის წინ დაანგრია. ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საკითხზე საზოგადოება “ბათომის” სარჩელის განხილვა იწყება. როგორც უკვე მოისმინეთ უნებართვო დანგრევის შემდეგ, კომპანიამ აშენების ნებართვა მიიღო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში