მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა დაჭრეს

18 აგვისტო 2017, 00:00 2976 ნახვა

გვიან ღამით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა დაჭრეს. 25 წლის კაცს როგორც, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფები ყვებიან უცხო პირი თავს დაესხა და დანით დაჭრა. ერთ-ერთი პირის ინფორმაციით დაჭრილი სამ მეგობართან ერთად თანამედროვე ხელოვნების სივრცესთან არსებულ კაფეში იმყოფებოდა, ტერიტორიის დატოვებიდან რამდენიმე წუთში კი მისივე თქმით უკვე დაჭრილი უკან დაბრუნდა და დახმარება ითხოვა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით მას მარცხენა მხრის
მიდამოში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა. ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება.

დაზარალებული ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში